სასწავლო პროექტი


ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო...



პროექტის მთავარი იდეა: დაიცვან და მოუარონ ბუნებას. მოაწყონ აქცია ,,ტყე და მისი მნიშვნელობა“

მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეები დაასკვნიან, რომ ტყის ჩეხვის შედეგია სტიქიური მოვლენები: მეწყერი, ღვარცოფი, წყაროების დაშრობა და ნადირ –ფრინველთა გადაშენება.

პროექტის მიზნები: გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ; ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ–ჩვევები; გაუჩნდეს თანაგრძნობა ბუნებას მიმართ;  საინფორმაციო წყაროების საშუალებით მონაცემთა შეგროვების, მარტივი ექსპერიმენტისა და დაკვირვების უნარ –ჩვევების  დაუფლება.

მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, განიხილავენ პროექტის აქტუალურ საკითხებს, გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიებისა და ურთიერთთანამშრობობის უნარ–ჩვევები. მიეჩვევიან ტრენინგის ჩვენება–წარმოდგენას, აზრთა გაზიარებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბუნებისმცოდნეობა IV კლასი (მოსწავლის წიგნი), ,,ბუნების მრისხანე მოვლენები“  ავტორი გიორგი გუჯაბიძე, ინტერნეტსაიტებით მოძიებული მასალები, სოფელში დამეწყრილი ადგილების ამსახველი ფოტოები.

პროექტის მსვლელობა:  აქტივობა  1   თემის შერჩევა
მოსწავლეებს მივაწოდე თემები და შეარჩიეს ერთ–ერთი მათგანი  ,,თყეებს ნუ კაფავ ძმობილო..
აქტივობა 2:  ჯგუფების შექმნა
მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ პროექტის მომზადებაში. მათი ჯგუფებად დაყოფა მოვახდინე ტირიტორიული ადგილმდებარეობის  მიხედვით, ერთი კუთხის მოსწავლეები ერთ ჯგუფში.
აქტივობა 3:  მასალების მოძიება
ბავშვებს მივეცი მითითება სად და როგორ მოეძიათ საჭირო იმფორმაციები, თავიანთ სოფლებში არსებული მსგავსი ფაქტები გადაეღოთ ფირზე და გამოიყენონ პროექტში. აქტივობა  3:    კითხვები პროექტის მოსამზადებლად
რა იცით ტყის შესახებ?
რა სარგებლობა მოაქვს ტყეს კაცობრიობისათვის?
რამდენი სახეობის ტყე იცით?
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ტყეში მოვხვდით სასეირნოდ?  რა პირობები უნდა დავიცვათ? რა ზიანი მოაქვს ტყის ჩეხვას? რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?
აქტივობა  4:  მოძიებული მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა
მოზიებული ინფორმაციებით დაადგინეს, რომ მეწყერის მიზეზია ფერდობის ძირის ჩამორეცხვა, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად. მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება. ნახეს თავიანთ სოფლებში არსებული დამეწყრილი ადგილები და დაზიანებული სახლები. მოიძიეს შემდეგი სურათები.
აქტივობა  5: აქციის მოწყობა
ბავშვებმა მოაწყვეს აქცია  ,,გადავარჩინოთ ბუნება“
უფროსების დახმარებით სოფლის დამეწყრილი ადგილების ტერიტორიაზე დარგეს ხეები.



აქტივობა  6:  კედლის გაზეთის გამოშვება
მოამზადეს კედლის გაზეთი  ,,შენც ადექი და ხე დარგე“, რომელზედაც განათავსეს მოძიებული ფოტო–მასალები.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში (დარწმუნებული ვარ, თითქმის დარწმუნებული ვარ, არა ვარ დარწმუნებული);
·         აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
·          
ბუნ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე. შედეგებს წარმოადგენს;
·      იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ., კოცონისათვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა);
·      იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.

პროექტის ხელმძღვანელი: მაგული გუჯაბიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maguligujabidze@gmail.com